„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№811
2013 წლის 19 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) განკარგულების პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არაუმეტეს 156 023 155(ას ორმოცდათექვსმეტი მილიონ ოცდასამი ათას ას ორმოცდათხუთმეტი) ლარი, მათ შორის:“;
ბ) განკარგულების პირველი პუნქტის 1.1, 1.2, 1.7, 1.12, 1.14, 1.19, 1.23, 1.38, 1.45, 1.50, 1.52, 1.54 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.1 ახმეტის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 458 350 (სამი მილიონ ოთხას ორმოცდათვრამეტი ათას სამას ორმოცდაათი) ლარი დანართი №1-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.2 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 885 840 (სამი მილიონ რვაას ოთხმოცდახუთი ათას რვაას ორმოცი) ლარი დანართი №2-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.7 ყვარლის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 474 500 (ორი მილიონ ოთხას სამოცდათოთხმეტი ათას ხუთასი) ლარი დანართი №7-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.12 ბორჯომის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 4 255 240 (ოთხი მილიონ ორას ორმოცდათხუთმეტი ათას ორას ორმოცი) ლარი დანართი №12-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.14 ასპინძის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 497 280 (ორი მილიონ ოთხას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ორას ოთხმოცი) ლარი დანართი №14-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.19 დმანისის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 851 910 (ერთი მილიონ რვაას ორმოცდათერთმეტი ათას ცხრაას ათი) ლარი დანართი №19-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.23 კასპის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 829 960 (სამი მილიონ რვაას ოცდაცხრა ათას ცხრაას სამოცი) ლარი დანართი №23-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.38 თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს არაუმეტეს 15 391 210 (თხუთმეტი მილიონ სამას ოთხმოცდათერთმეტი ათას ორას ათი) ლარი დანართი №38-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.45 წყალტუბოს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 958 140 (ორი მილიონ ცხრაას ორმოცდათვრამეტი ათას ას ორმოცი) ლარი დანართი N45-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.50 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 568 845 (ერთი მილიონ ხუთას სამოცდარვა ათას რვაას ორმოცდახუთი) ლარი დანართი №50-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.52 დუშეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 882 870 (სამი მილიონ რვაას ოთხმოცდაორი ათას რვაას სამოცდაათი) ლარი დანართი №52-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.54 წალკის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 972 365 (ერთი მილიონ ცხრაას სამოცდათორმეტი ათას სამას სამოცდახუთი) ლარი დანართი №54-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;
გ) განკარგულების №1, №2, №7, №12, №14, №19, №23, №24, №36, №38, №45, №50, №52, №54 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
დანართები არ ქვეყნდება.