„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№724
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018901
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №7 24

2015 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიერ, მიმდინარე წლის 6 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არა უმეტეს 91 356 065 (ოთხმოცდათერთმეტი მილიონ სამას ორმოცდათექვსმეტი ათას სამოცდახუთი) ლარი, მათ შორის:“;

ბ) პირველი პუნქტის: 1.2; 1.4; 1.12; 1.15; 1.21; 1.36; 1.41; 1.42; 1.43; 1.45; 1.58 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.2 ასპინძის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 939 875 (ერთი მილიონ ცხრაას ოცდაცხრამეტი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარი, №2 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

„1.4 დმანისის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 898 321 (ერთი მილიონ რვაას ოთხმოცდათვრამეტი ათას სამას ოცდაერთი) ლარი, №4 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

„1.12 ტყიბულის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 932 900 (ცხრაას ოცდათორმეტი ათას ცხრაასი) ლარი, №12 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

„1.15 ჭიათურის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 3 750 536 (სამი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათას ხუთას ოცდათექვსმეტი) ლარი, №15 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

„1.21 ცაგერის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 468 814 (ოთხას სამოცდარვა ათას რვაას თოთხმეტი) ლარი, №21 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

„1.36 ხობის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 036 500 (ერთი მილიონ ოცდათექვსმეტი ათას ხუთასი) ლარი, №36 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

„1.41 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 584 061 (ხუთას ოთხმოცდაოთხი ათას სამოცდაერთი) ლარი, №41 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.42 თელავის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 260 650 (ერთი მილიონ ორას სამოცი ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარი №42 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.43 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 811 956 (ერთი მილიონ რვაას თერთმეტი ათას ცხრაას ორმოცდათექვსმეტი) ლარი, №43 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

„1.45 სიღნაღის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 889 932 (რვაას ოთხმოცდაცხრა ათას ცხრაას ოცდათორმეტი) ლარი, №45 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

„1.58 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 5 273 492 (ხუთი მილიონ ორას სამოცდაცამეტი ათას ოთხას ოთხმოცდათორმეტი) ლარი, №58 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

გ) დანართები: №2; №4; №12; №15; №21; №36; №41; №42; №43; №45; №58 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

პრემიერ-მინისტრი                                                    ირაკლი ღარიბაშვილი

📎 დანართები (1)
danarti-724.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗