„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის N34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1805
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017799
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1805

2014 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ , „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არაუმეტეს 139 991 953 (ას ოცდაცხრამეტი მილიონ ცხრაას ოთხმოცდათერთმეტი ათას ცხრაას ორმოცდაცამეტი) ლარი, მათ შორის:“;

ბ) პირველი პუნქტის 1.2, 1.25, 1.26, 1.27, 1.28,1.36, 1.43,1.44, 1.60,

1.62,1.6 3 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.2 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 560 622 (ერთი მილიონ ხუთას სამოცი ათას ექვსას ოცდაორი) ლარი დანართი №2-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

„1.25 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 179 044 (ერთი მილიონ ას სამოცდაცხრამეტი ათას ორმოცდაოთხი) ლარი დანართი №25-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.26 ბორჯომის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 666 286 (ორი მილიონ ექვსას სამოცდაექვსი ათას ორას ოთხმოცდაექვსი) ლარი დანართი №26-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.27 ახალქალაქის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 869 862 (ერთი მილიონ რვაას სამოცდაცხრა ათას რვაას სამოცდაორი) ლარი დანართი №27-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.28 ასპინძის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 269 995 (ერთი მილიონ ორას სამოცდაცხრა ათას ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარი დანართი №28-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

„1.36 ქალაქ გორის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 968 111 (სამი მილიონ ცხრაას სამოცდარვა ათას ას თერთმეტი) ლარი დანართი №36-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

„1.43 მესტიის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 674 470 (სამი მილიონ ექვსას სამოცდათოთხმეტი ათას ოთხას სამოცდაათი) ლარი დანართი №43-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.44 წალენჯიხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 868 532 (ერთი მილიონ რვაას სამოცდარვა ათას ხუთას ოცდათორმეტი) ლარი დანართი №44-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

„1.60 ახალციხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 102 552 (ორი მილიონ ას ორი ათას ხუთას ორმოცდათორმეტი) ლარი დანართი №60-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

„1.62 ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 073 052 (სამი მილიონ სამოცდაცამეტი ათას ორმოცდათორმეტი) ლარი დანართი №62-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.63 ამბროლაურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 471 675 (ერთი მილიონ ოთხას სამოცდათერთმეტი ათას ექვსას სამოცდათხუთმეტი) ლარი დანართი №63-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

გ) №2, №4, №7, №10, №13, №14, №15, №19, №20, №25, №26, №27, №28, №36, №43, №44, №51, №52, №53, №55, №60, №62, №63 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

პრემიერ-მინისტრი                                 ი . ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

📎 დანართები (1)
1805.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗