„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №175 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№562
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021095
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №562

2016 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №175 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №175 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) განკარგულების პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიმდინარე წლის 16 მარტს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არა უმეტეს 174 994 546 (ას სამოცდათოთხმეტი მილიონ ცხრაას ოთხმოცდათოთხმეტი ათას ხუთას ორმოცდაექვსი) ლარი, მათ შორის:“;

ბ) განკარგულების პირველი პუნქტის 1.36, 1.37, 1.38 და 1.60 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.36. ონის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 639 034 (ერთი მილიონ ექვსას ოცდაცხრამეტი ათას ოცდათოთხმეტი) ლარი №36 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.37. ცაგერის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 454 300 (ერთი მილიონ ოთხას ორმოცდათოთხმეტი ათას სამასი) ლარი №37 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.38. ამბროლაურის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 390 718 (ორი მილიონ სამას ოთხმოცდაათი ათას შვიდას თვრამეტი) ლარი №38 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.60. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 10 920 684 (ათი მილიონ ცხრაას ოცი ათას ექვსას ოთხმოცდაოთხი) ლარი №60 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“;

გ) განკარგულების დანართები: №36, №37, №38 და №60 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

პრემიერ-მინისტრი                                გ. კვირიკაშვილი