„მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 აპრილის №693 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №10 92
2017 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
„მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 აპრილის №693 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 აპრილის №693 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 6 ივნისის №249 დადგენილების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიმდინარე წლის 29 მაისს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 6 892 679 (ექვსი მილიონ რვაას ოთხმოცდათორმეტი ათას ექვსას სამოცდაცხრამეტი) ლარი, მათ შორის:“;
ბ) პირველი პუნქტის 1.16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.16. ქარელის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 524 871 (ხუთას ოცდაოთხი ათას რვაას სამოცდათერთმეტი) ლარისა №16 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“;
გ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.18, 1.19 და 1.20 პუნქტები:
„1.18. ახმეტის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 090 100 (ერთი მილიონ ოთხმოცდაათი ათას ასი) ლარისა №18 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.19. ამბროლაურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარისა №19 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.20. კასპის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 204 535 (ორას ოთხი ათას ხუთას ოცდათხუთმეტი) ლარისა №20 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“;
დ) დანართი №16 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
ე) დაემატოს №18 − №20 დანართები და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი