საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2120
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022403
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2120

2016წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად:

1. „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №257 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2016 წლის 20 თებერვლიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის („გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის წესის“) ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებების მხარდასაჭერად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულ სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტს გამოუყოს 540 815 (ხუთას ორმოცი ათას რვაას თხუთმეტი) ლარი.“.

2. „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის №635 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2016 წლის 27-28 მაისს, ქართული დიასპორის დღის ფარგლებში, „მეორე დიასპორული პროფესიული ფორუმის“ ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს გამოუყოს 131 031 (ას ოცდათერთმეტი ათას ოცდათერთმეტი) ლარი.“.

3. „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №699 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების ნაწილობრივ დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოს 1 498 831 (ერთი მილიონ ოთხას ოთხმოცდათვრამეტი ათას რვაას ოცდათერტმეტი) ლარი, მათ შორის:

ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას – 440 000 (ოთხას ორმოცი ათასი) ლარი;

ბ) სსიპ – საზოგადოებრივ მაუწყებელს – 318 426 (სამას თვრამეტი ათას ოთხას ოცდაექვსი) ლარი;

გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს – 300 000 (სამასი ათასი) ლარი;

დ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს –  300 000 (სამასი ათასი) ლარი;

ე) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას – 110 405 (ას ათი ათას ოთხას ხუთი) ლარი;

ვ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი