„საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №699 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№826
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021356
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №826

2016 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №699 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №699 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „6. პასუხისმგებელმა უწყებებმა სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები განახორციელონ შესაბამისი ბიუჯეტებით მათთვის დამტკიცებული ასიგნებებისა და ამ განკარგულების მე-7 პუნქტის თანახმად გამოყოფილი სახსრების ფარგლებში.“. 

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

 „7.  სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების ნაწილობრივ დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდანგამოყოს 1 580 000 (ერთი მილიონ ხუთას ოთხმოცი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებელი – 390 000 (სამას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი;

ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია – 440 000 (ოთხას ორმოცი ათასი) ლარი;

გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – 300 000 (სამასი ათასი) ლარი;

დ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო – 300 000 (სამასი ათასი) ლარი;

ე) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია – 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი.

8. პასუხისმგებელმა უწყებებმა, მათი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე მიმართული სახსრების შესახებ ინფორმაცია წარუდგინონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობის წინაშე დააყენოს საკითხი საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დამატებით თანხის გამოყოფის თაობაზე.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                         გიორგი კვირიკაშვილი