„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მარტის №465 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№589
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021176
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №589

2016 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

 „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მარტის №465 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მარტის №465 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა)  მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და აღნიშნულ ღონისძიებებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისა და სარეკლამო კამპანიისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოუყოს 25 000 000 (ოცდახუთი მილიონი) ლარი;“;

ბ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, ამ განკარგულების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრების ფარგლებში, საზოგადოების ინფორმირებისა და სარეკლამო კამპანიის ხარჯების დასაფინანსებლად მიმართოს არაუმეტეს 690 000 (ექვსას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                               გიორგი  კვირიკაშვილი