„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 მარტის №547 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №588
2016 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 მარტის №547 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 მარტის №547 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) 2016 წლის 22 მაისს დაინიშნა ქალაქ თბილისის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ქალაქ ოზურგეთის, ოზურგეთის, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები, რომელთა დასაფინანსებლად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვით, საჭიროა 997 700 (ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას შვიდასი) ლარი.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოუყოს 1 477 120 (ერთი მილიონ ოთხას სამოცდაჩვიდმეტი ათას ას ოცი) ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი