„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მარტის №465 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№686
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021285
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №686

2016 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მარტის №465 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მარტის №465 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და აღნიშნულ ღონისძიებებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისა და სარეკლამო კამპანიისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოუყოს 28 000 000 (ოცდარვა მილიონი) ლარი;“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. დაევალოს სსიპ - კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად მიღებული შემოსავლები მიმართოს ამავე გეგმით განსაზღვრული ხარჯების დასაფინანსებლად.“.

პრემიერ-მინისტრი                     გიორგი კვირიკაშვილი