„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის №1365 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1615
2012 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის №1365 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის №1365 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ანაკლიის ზღვის სანაპიროსათვის განათების სისტემის (მონტაჟით), გამწმენდი და დასუფთავების მანქანების, ორი ერთეული ბალახის საკრეჭი მანქანის, ორი ერთეული დიდი მტვერსასრუტის, სარეცხი მანქანა-დანადგარის, ნაგვის კონტეინერების, ნერგების, მწვანე საფარის სარწყავი სისტემის (მონტაჟით) და ზღვის სანაპიროსათვის საშხაპე მოწყობილობების (მონტაჟით) შეძენის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოუყოს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „ანაკლიის“ კაპიტალის გაზრდის მიზნით, საიდანაც 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარი მოხმარდეს ანაკლიის ზღვის სანაპიროსათვის განათების სისტემის (მონტაჟით), გამწმენდი და დასუფთავების მანქანების, ორი ერთეული ბალახის საკრეჭი მანქანის, ორი ერთეული დიდი მტვერსასრუტის, სარეცხი მანქანა-დანადგარის, ნაგვის კონტეინერების, ნერგების, მწვანე საფარის (მომსახურებით), მწვანე საფარის სარწყავი სისტემის (მონტაჟით) და ზღვის სანაპიროსათვის საშხაპე მოწყობილობების (მონტაჟით) შესყიდვას, ხოლო 100 000 (ასი ათასი) ლარი გამოყენებულ იქნეს შპს „ანაკლიის“ შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის.“.
პრემიერ-მინისტრი ი. მერაბიშვილი