„ნიქოზის სატუმბი სადგურის რეაბილიტაციისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №731 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №420
2012 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
„ნიქოზის სატუმბი სადგურის რეაბილიტაციისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №731 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ნიქოზის სატუმბი სადგურის რეაბილიტაციისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №731 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მაკომპლექტებელი მოწყობილობების შესყიდვის დაფინანსება 2011 წელს განხორციელდეს „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი: 25 05 03) განსაზღვრული ასიგნებებიდან, ხოლო 2012 წელს გათვალისწინებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მაკომპლექტებელი მოწყობილობების შესყიდვის დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი: 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების“ (პროგრამული კოდი: 25 03 01) მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ნიქოზის სატუმბი სადგურის რეაბილიტაციისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №731 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ნიქოზის სატუმბი სადგურის რეაბილიტაციისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №731 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.03.2012.
- როდის იქნა მიღებული „ნიქოზის სატუმბი სადგურის რეაბილიტაციისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №731 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „ნიქოზის სატუმბი სადგურის რეაბილიტაციისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №731 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 07.03.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №420. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ნიქოზის სატუმბი სადგურის რეაბილიტაციისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №731 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.03.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ნიქოზის სატუმბი სადგურის რეაბილიტაციისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №731 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №420, 07.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2285813/