„ნიქოზის სატუმბი სადგურის რეაბილიტაციისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №731 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 95
2013 წლის 21 იანვარი
ქ. თბილისი
„ნიქოზის სატუმბი სადგურის რეაბილიტაციისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №731 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ნიქოზის სატუმბი სადგურის რეაბილიტაციისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №731 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მაკომპლექტებელი მოწყობილობების შესყიდვის დაფინანსება 2011 წელს განხორციელდეს ,,საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი 25 05 03) განსაზღვრული ასიგნებებიდან, 2012 წელს - ,,საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების“ მუხლით (პროგრამული კოდი 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან, ხოლო 2013 წელს - „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ,,რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცი ის“მუხლით (პროგრამული კოდი 25 03 ) და ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 31 დეკემბრის №5 49 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“მუხლით (პროგრამული კოდი 25 03 01 ) განსაზღვრული ასიგნებებიდან.“.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი