„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 ივნისის №1183 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№96
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 21/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 96

2013 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების  შესახებ“  საქართველოს მთავრობის  2012 წლის 18 ივნისის №1183 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,  ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების  შესახებ“  საქართველოს  მთავრობის 2012 წლის 18 ივნისის №1183 განკარგულებაში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა)  პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ –საქართველოს მუნიციპალური განვითარების  ფონდმა 2012-201 3 წლებში უზრუნველყოს:“;

ბ)  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ განკარგულების ,,ა“ ქვეპუნქტით 2012 წელს გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 201 2 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით და „საქართველოს  2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების“ მუხლით  (პროგრამული კოდი  25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან , ხოლო 2013 წელს - „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ,,რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცი ის“მუხლით (პროგრამული კოდი 25 03 ) და ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივები ს კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 31 დეკემბრის №5 49 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“მუხლით (პროგრამული კოდი 25 03 01 ) განსაზღვრული ასიგნებებიდან.“.

პრემიერ‑მინისტრი                       ბ . ივანიშვილი