საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№827
2013 წლის 25 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2013 წელს უზრუნველყოს:
ა) გორის მუნიციპალიტეტის მერეთის ზონის სოფლებში გუგუტიანთკარი, კოშკა და ზარდიანთკარი და სოფ. დიდ ხურვალეთში წყლის ჭაბურღილების მოწყობა;
ბ) ამ განკარგულების ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი 25 03) და ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 31 დეკემბრის №5 49 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები” (პროგრამული კოდი 25 03 01) მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან;
გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,ამ განკარგულები ს ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვ ის გამარტივებული შესყიდვი ს საშუალებით განხორციელ ება.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი