კულტურული მემკვიდრეობის კომპლექსური ძეგლის „თელავის ბატონის ციხის“ კონსერვაციის გეგმის პროექტის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№713
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 05/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№713

2013 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

კულტურული მემკვიდრეობის კომპლექსური ძეგლის „თელავის ბატონის ციხის“ კონსერვაციის გეგმის პროექტის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2013 წელს უზრუნველყოს:

ა) კულტურული მემკვიდრეობის კომპლექსური ძეგლის „თელავის ბატონის ციხე“ კომპლექსური კვლევითი და სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო კონსერვაციის გეგმის პროექტის შესყიდვა;

ბ) ამ განკარგულების ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ პროგრამის (პროგრამული კოდი 25 03) და ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 31 დეკემბრის №5 49 ბრძანებით დამტკიცებული ,,რეგიონალური განვითარების პროექტი I ნაწილი (კახეთი) (მსოფლიო ბანკი –IBRD)” ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი 25 03 0 6) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

გ) ამ განკარგულები ს ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვ ა,სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,გამარტივებული შესყიდვი ს საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი