,,სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 ივლისის №1475 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2072
2012 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის30 ივლისის №1475განკარგულებაში ცვლილებ ის შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის30 ივლისის №1475განკარგულებაში შეტანილ იქნას ცვლილებ ა და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ,,საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების” მუხლით (პროგრამული კოდი 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში გათვალისწინებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვრის წყალმომარაგების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო 2013 წელს გათვალისწინებული დაფინანსება განახორციელოს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.“.
პრემიერ-მინისტრი ბ.ივანიშვილი