„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 სექტემბრის №1714 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2088
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 28/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2088

2012 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2012 წლის8 სექტემბრის№1714 განკარგულებაში ცვლილებ ი ს შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მი­ერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“საქართველოს მთავ­რო­ბის 2012 წლის8 სექტემბრის №1714 განკარგულებაში შეტანილ იქნ ე ს ცვლილებ ა და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საქართველოს მუნიციპალური გან­ვითარების ფონდმა, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგ­რამული კოდი 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუ­ჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მუნი­ციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექ­ტების“ მუხლით (პროგრამული კოდი 25 03 01) განსაზღვრულ ასიგ­ნებათა ფარგლებში, ქალაქ ცაგერში, თამარ მეფის ქუჩის რეაბილი­ტაციისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო 2013 წელს გათვალისწინებული დაფინანსება განახორციელოს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუ­ჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ - საქართველოს მუნი­ციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი შესაბამისი პროგ­რამით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.“.

პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი