„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №212 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №775
2016 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №212 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №212 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეუფერხებელი და თანმიმდევრული განხორციელების მიზნით, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოუყოს 871 891 (რვაას სამოცდათერთმეტი ათას რვაას ოთხმოცდათერთმეტი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი