„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის №393 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1951
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022279
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1951

2016 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის №393 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის №393 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2016 წელს ქ. ბათუმში გასამართი საერთაშორისო კონფერენციის (მინისტერიალი) – „გარემო ევროპისათვის“ (EfE 2016) ჩატარებასთან დაკავშირებით საორგანიზაციო სამუშაოების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს გამოუყოს   2 840 000 (ორი მილიონ რვაას ორმოცი ათასი) ლარი.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი