2016 წელს ქ. ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია (მინისტერიალი) − „გარემო ევროპისათვის“ (EFE 2016) ჩატარებასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1164
2015 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
2016 წელს ქ. ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია (მინისტერიალი) − „გარემო ევროპისათვის“ (EFE 2016) ჩატარებასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის შექმნის შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 2 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მოიწონა „გარემო ევროპისათვის“ მე-8 გარემოსდაცვითი მინისტერიალის (EFE) ჩატარების საკითხი, რაც შესაბამისი ჩანაწერით აღინიშნა საქართველოს მთავრობის სხდომის ოქმში (№39; 02.12.2014).
2. 2016 წელს ქ. ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია (მინისტერიალი) – „გარემო ევროპისთვის ( EFE 2016)“ჩატარების ხელშეწყობი ს მიზნით, შეიქმნას უწყებათაშორისი სა კოორდინაციო ჯგუფი (შემდგომში – საკოორდინაციო ჯგუფი) შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი (საკოორდინაციო ჯგუფის თავმჯდომარე);
ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
3. დაევალოს საკოორდინაციო ჯგუფს, საერთაშორისო კონფერენციის (მინისტერიალის) ჩატარების მიზნით, საორგანიზაციო და მიმდინარე საკითხების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებ ების მისაღებად უფლებამოსილი უწყებებისთვის წინადადებების წარდგენა.
4. ამ განკარგულების მე-3 პუნქტში მითითებული საკითხების განსახილველად, საკოორდინაციო ჯგუფი იკრიბება არანაკლებ კვარტალში ერთხელ.
5. საკოორდინაციო ჯგუფის საქმიანობაში, საჭიროების შემთხვევაში, საკოორდინაციო ჯგუფის წევრების მოთხოვნისა და საკოორდინაციო ჯგუფის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით , შესაძლებელია, მონაწილეობა მიიღონ სხვა სახელმწიფო უწყებების, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი