საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის მოწონების, ინვესტორთა საბჭოს შექმნისა და მის საქმიანობასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№829
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019041
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/05/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №829

2015 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ( EBRD) შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის მოწონების, ინვესტორთა საბჭოს შექმნისა და მის საქმიანობასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის  „თ“და„ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ( EBRD) შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი (შემდგომში - მემორანდუმი).

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,შეიქმნას ინვესტორთა საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი − საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − საბჭოს წევრი;

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი − საბჭოს წევრი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრი − საბჭოს წევრი;

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი − საბჭოს წევრი;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი −  საბჭოს წევრი;

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი − საბჭოს წევრი;

ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელი − საბჭოს წევრი;

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენელი − საბჭოს წევრი;

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი − საბჭოს წევრი;

საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენელი − საბჭოს წევრი;

საგადასახადო ომბუდსმენი − საბჭოს წევრი;

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელი − საბჭოს წევრი;

საქართველოში კერძო და საჯარო სექტორის განვითარებაში ჩართული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების არაუმეტეს 2 წარმომადგენელი (დანიშნული წლიური როტაციის პრინციპით) − საბჭოს წევრ(ებ)ი.

3. ინვესტორთა საბჭოს საქმიანობის მიზნებისთვის და საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, საბჭოს გადაწყვეტილებით ,  შეიძლება, მოწვეულ იქნენ სხვა სამინისტროების, სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების,  კერძო სექტორის, საერთაშორისო  ორგანიზაციების  წარმომადგენლები, აგრეთვე ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.

4. ინვესტორთა საბჭოს ძირითად მიზნებს წარმოადგენს მემორანდუმით განსაზღვრული ამოცანების შესრულება, მათ შორის, საქართველოს მთავრობასა და კერძო სექტორს შორის  დიალოგის  სტიმულირება კერძო სექტორის განვითარების საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, კონსტრუქციული, ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე ბიზნეს -გარემოს შემდგომი განვითარებისთვის.

5. ინვესტორთა საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, დაფუძნებულ იქნეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − ინვესტორთა საბჭოს სამდივნო (შემდგომში − ინვესტორთა საბჭოს სამდივნო).

6. ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ( EBRD),  საქართველოს ბიზნესასოციაციისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე. 

7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს დაფუძნებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                            ი. ღარიბაშვილი