სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფის გაანგარიშებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწონებისა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2545
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020395
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2545

2015 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფის გაანგარიშებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწონებისა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე

1.    „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაცია, ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფში შემავალი კომპანიებისათვის (შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“  (ს/კ:  230866435) და შპს „ქართული ცემენტი“ (ს/კ: 204430400))  ამ განკარგულების შესაბამისად გასაფორმებელი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, სარკინიგზო გადაზიდვების ტარიფის გაანგარიშებისა და შესაბამისი კურსის დაფიქსირების თაობაზე.

2.  ამ განკარგულებით მოწონებული ინფორმაციით განსაზღვრული სარკინიგზო გადაზიდვების ტარიფის გაანგარიშების პირობად განისაზღვროს ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფში შემავალი კომპანიების მიერ (შპს  „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ (ს/კ: 230866435), შპს „ქართული ცემენტი“  (ს/კ:  204430400), შპს „ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯია“ (ს/კ: 204559003), შპს „თეჯოლა-კარიერი“ (ს/კ:  204546811), შპს  „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი“ (ს/კ:  202394391)) საქართველოში კასპის ქარხნის სასხორის კირქვის კარიერის ახალი  გზის მშენებლობის, კირქვის ახალი სამსხვრევის  განვითარების პროექტისა და კასპის ცემენტის ქარხანაში მაღალი ძაბვის ქვესადგურების  მშენებლობის განხორციელების მიზნით, არანაკლებ 30 (ოცდაათი) მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება არა უგვიანეს 2016 წლის 31 დეკემბრამდე.

3.    დაევალოს სს „საპარტნიორო ფონდს“, უზრუნველყოს სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ამ განკარგულების შესრულების მიზნით,  კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება სს „საქართველოს რკინიგზისა“ და ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფში შემავალ კომპანიებთან, ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მიზნით.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                                                 ი.  ღარიბაშვილი