საქართველოს მთავრობას, შპს „ფერსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 31 ივლისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2016
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022332
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2016

2016 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას, შპს „ფერსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 31 ივლისს დადებული  ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „ფერსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 31 ივლისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე დასადები შეთანხმება.

2. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს „ფერს“ შორის დასადები ხელშეკრულება, „სამყურისწყალი 1“ და „სამყურისწყალი 2“ ჰიდროელექტროსადგურების სამშენებლო ფაზის დაწყების შესახებ.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებული ხელშეკრულებისა და საქართველოს მთავრობას, შპს „ფერსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 31 ივლისს დადებული  ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად, შპს „ფერის“ მიერ სამშენებლო საბანკო გარანტიების წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შპს „ფერის“ მიერ წარდგენილი წინასამშენებლო საბანკო გარანტიის (113,000 აშშ დოლარის ოდენობით) დაბრუნება.

4. ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრული საბანკო გარანტიის დაბრუნების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს ილია ელოშვილს. 

5. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ შეთანხმებასა და ამავე განკარგულების მე-2 პუნქტში აღნიშნულ ხელშეკრულებას, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის  მინისტრმა ილია ელოშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                             გიორგი კვირიკაშვილი