საქართველოს მთავრობას, შპს „დეკასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 9 მარტს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1107
2016 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, შპს „დეკასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 9 მარტს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „დეკასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები შეთანხმება, ამავე მხარეებს შორის 2015 წლის 9 მარტს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შეწყვეტის თაობაზე.
2. შპს „დეკას“ დაუბრუნდეს, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ წარდგენილი წინასამშენებლო საბანკო გარანტია - 6,500.00 (ექვსი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ოდენობით.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებული წინასამშენებლო საბანკო გარანტიის დაბრუნების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს.
4. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეთანხმებას, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობას, შპს „დეკასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 9 მარტს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობას, შპს „დეკასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 9 მარტს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.06.2016.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობას, შპს „დეკასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 9 მარტს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ“?
- „საქართველოს მთავრობას, შპს „დეკასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 9 მარტს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ“ მიღებულია 13.06.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1107. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021563.
- სად არის „საქართველოს მთავრობას, შპს „დეკასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 9 მარტს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.06.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობას, შპს „დეკასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 9 მარტს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ“, №1107, 13.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021563 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.06.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3314488/