საქართველოს მთავრობას, შპს „ჯჯპ-ს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2073
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024682
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/10/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2073

2017 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას, შპს „ჯჯპ-ს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „ჯჯპ-ს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმი.

2. საქართველოს მთავრობასა და შპს „ჯჯპ-ს“ შორის 2014 წლის 22 სექტემბერს ჰიდროელექტროსადგურ „წაბლარი 2“-ის მშენებლობის განხორციელებადობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლის შესახებ დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი მიჩნეულ იქნეს შეწყვეტილად ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელებადობის შესახებ ანგარიშის საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენის მემორანდუმით დადგენილი ბოლო ვადის გასვლის მომენტიდან, ამავე მემორანდუმის 5.2 პუნქტის „გ“ ქვეპუქტის საფუძველზე.

3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა.

პრემიერ-მინისტრი                                                      გიორგი კვირიკაშვილი