„საკაურა ჰესის“ თაობაზე საქართველოს მთავრობასა და შპს „ენთელს“ შორის დასადები შეთანხმებისა და საქართველოს მთავრობას, შპს „ენთელს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2072
2017 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საკაურა ჰესის“ თაობაზე საქართველოს მთავრობასა და შპს „ენთელს“ შორის დასადები შეთანხმებისა და საქართველოს მთავრობას, შპს „ენთელს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს „ენთელს“ შორის დასადები შეთანხმება ამავე მხარეებს შორის 2015 წლის 17 აგვისტოს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „ენთელს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმი.
3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ შეთანხმებასა და მე-2 პუნქტში მითითებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი