საქართველოს მთავრობასა და შპს „მარდიჰაუსს“ შორის დასადები შეთანხმებისა და საქართველოს მთავრობას, შპს „მარდი ენერჯის“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №379
2017 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და შპს „მარდიჰაუსს“ შორის დასადები შეთანხმებისა და საქართველოს მთავრობას, შპს „მარდი ენერჯის“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს „მარდიჰაუსს“ შორის დასადები შეთანხმება ამავე მხარეებს შორის 2014 წლის 19 მაისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „მარდი ენერჯის“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმი.
3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ შეთანხმებასა და მეორე პუნქტში მითითებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი