საქართველოს მთავრობას, შპს „აკვაჰიდროს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გეს საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 17 აგვისტოს „ხელრა ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1050
2016 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, შპს „აკვაჰიდროს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გეს საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 17 აგვისტოს „ხელრა ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „აკვაჰიდროს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გეს საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები შეთანხმება, ამავე მხარეებს შორის 2015 წლის 17 აგვისტოს „ხელრა ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს „აკვაჰიდროს“ შორის დასადები ხელშეკრულება, „ხელრა ჰესის“ სამშენებლო ფაზის დაწყების შესახებ.
3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ შეთანხმებასა და მე-2 პუნქტში მითითებულ ხელშეკრულებას, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი