საქართველოს მთავრობას, შპს „აკვაჰიდროს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გეს საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 17 აგვისტოს „ხელრა ჰესის“ შესახებ დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1356
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024108
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1356

2017 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას, შპს „აკვაჰიდროს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გეს საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 17 აგვისტოს „ხელრა ჰესის“ შესახებ დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „აკვაჰიდროს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გეს საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები შეთანხმება ამავე მხარეებს შორის 2015 წლის 17 აგვისტოს „ხელრა ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრი                                                       გიორგი კვირიკაშვილი