საქართველოს მთავრობას, შპს „აკვაჰიდროს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გეს საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 17 აგვისტოს „იფარი ჰესის“ შესახებ დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1357
2017 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, შპს „აკვაჰიდროს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გეს საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 17 აგვისტოს „იფარი ჰესის“ შესახებ დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „აკვაჰიდროს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გეს საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები შეთანხმება ამავე მხარეებს შორის 2015 წლის 17 აგვისტოს „იფარი ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი