საქართველოს მთავრობას, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გეს საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 14 ივლისს „ნატანები 3“ ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1367
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021779
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1367

2016 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გეს საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 14 ივლისს „ნატანები 3“ ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გეს საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები შეთანხმება, ამავე მხარეებს შორის 2015 წლის 14 ივლისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ შორის დასადები ხელშეკრულება, „ნატანები 3“ ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო ფაზის დაწყების შესახებ.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებული ხელშეკრულებისა და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ მიერ, ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად, სამშენებლო საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ მიერ წარდგენილი წინასამშენებლო საბანკო გარანტიის (57 500 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ოდენობით) დაბრუნება.

4. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ შეთანხმებასა და მე-2 პუნქტში მითითებულ ხელშეკრულებას, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

5. ამ განკარგულების მე-3 პუნქტში მითითებული წინასამშენებლო საბანკო გარანტიის დაბრუნების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს.

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი