საქართველოს მთავრობას, შპს „ხვამლსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 1 აპრილს „ჯონოული 2“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელების შესახებ დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანისა და „ჯონოული 3“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელების შესახებ დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის გაუქმების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1048
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021537
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1048

2016 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას, შპს „ხვამლსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 1 აპრილს „ჯონოული 2“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელების შესახებ დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანისა და „ჯონოული 3“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელების შესახებ დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის გაუქმების თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „ხვამლსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 1 აპრილს „ჯონოული 2“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელების შესახებ დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანისა და „ჯონოული 3“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელების შესახებ დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის გაუქმების თაობაზე შეთანხმების პროექტი.

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული შეთანხმების საფუძველზე, ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს მთავრობას, შპს „ხვამლსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 1 აპრილს „ჯონოული 3“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელების შესახებ დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის გაუქმების შესახებ.

3. შპს „ხვამლის“ ან/და შპს „ჯონოული 2“-ის მიერ, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული შეთანხმების შესაბამისად, სამშენებლო საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს, შპს „ხვამლის“ მიერ „ჯონოული 2“ და „ჯონოული 3“ პროექტების განხორციელების თაობაზე დადებული მემორანდუმების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ წარდგენილი წინასამშენებლო გარანტიების (33,000.00 (ოცდაცამეტი ათასი) და 65,000.00 (სამოცდახუთი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით) დაბრუნება.

4. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ შეთანხმებას, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

5. ამ განკარგულების მე-3 პუნქტში მითითებული წინასამშენებლო საბანკო გარანტიების დაბრუნების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილებზე, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს.

პრემიერ-მინისტრი                                                      გიორგი კვირიკაშვილი