რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, მდინარე ჯონოულზე ჰიდროელექტროსადგურ „ჯონოული 3“-ის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის გამოვლენის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1569
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017644
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1569

2014 წლის 10 სექტემბერი

 ქ. თბილისი

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, მდინარე ჯონოულზე ჰიდროელექტროსადგურ „ჯონოული 3“-ის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის გამოვლენის თაობაზე

1 . საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის“ მე-6 მუხლის შესაბამისად, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, მდინარე ჯონოულზე ჰიდროელექტროსადგურ „ჯონოული 3“-ის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულად გამოვლინდეს შპს „ხვამლი“.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                     ირაკლი ღარიბაშვილი