გურიის რეგიონში „ბახვი 2“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის გამოვლენის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1206
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019391
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1206

2015 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

გურიის რეგიონში „ბახვი 2“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის გამოვლენის თაობაზე

1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის“ მე-6 მუხლის შესაბამისად, გურიის რეგიონში „ბახვი 2“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულად გამოვლინდეს შპს „ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერ“.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენა.

პრემიერ-მინისტრი                                         ირაკლი ღარიბაშვილი