საქართველოს მთავრობას, სს „ონი კასკადს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 16 ივლისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის განკარგულება №2547 |
|
2017 წლის 7 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, სს „ონი კასკადს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 16 ივლისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე გასაფორმებელი შეთანხმება.
2. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და სს „ონი კასკადს“ შორის დასადები ხელშეკრულება „ონი 1“ და „ონი 2“ ჰიდროელექტროსადგურების სამშენებლო ფაზის დაწყების შესახებ.
3. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად, კომპანიის მიერ სამშენებლო საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სს „ონი კასკადის“ მიერ წარდგენილი წინასამშენებლო საბანკო გარანტიის (100,000 აშშ დოლარის ოდენობით) დაბრუნება.
4. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმებასა და მე-2 პუნქტში მითითებულ ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა.
5. ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრული საბანკო გარანტიის დაბრუნების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი