ქართლის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობასთან, ფლობასა და ოპერირებასთან დაკავშირებული შეთანხმებისა და ხელშეკრულებების დადების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№555
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021163
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №555

2016 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი


ქართლის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობასთან, ფლობასა და ოპერირებასთან დაკავშირებული შეთანხმებისა და ხელშეკრულებების დადების თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები შეთანხმების პროექტი, ამავე მხარეებს შორის 2015 წლის 16 ნოემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე.    

2. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს  შორის დასადები „მემორანდუმის თაობაზე პირდაპირი ხელშეკრულების“ პროექტი.

3. მოწონებულ იქნეს შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურს“, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს   შორის დასადები „ფულადი სახსრების, სუბორდინაციისა და აქციების შენარჩუნების ხელშეკრულების“ პროექტი.

4. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირვ ელ და მე-2 პუნქტებში მითითებულ შეთანხმებასა და ხელშეკრულებას, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის  მინისტრმა კახა კალაძემ.

პრემიერ-მინისტრი                                                              გ. კვირიკაშვილი