„მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 სექტემბრის №1930 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2714
2016 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
„მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 სექტემბრის №1930 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 სექტემბრის №1930 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსების მიზნით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, მესტიის მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე სესხის სახით გამოუყოს 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი, შემდეგი პირობებით:
ა) სესხი გაიცეს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გარეშე;
ბ) სესხით სარგებლობის წლიური განაკვეთი განისაზღვროს ნული პროცენტით;
გ) სესხით სარგებლობის ვადად განისაზღვროს 2020 წლის 31 დეკემბერი;
დ) სესხის სრულად დაფარვამდე მესტიის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს შესაბამისი წლის ბიუჯეტისა და მასში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების ძირითადი პარამეტრების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმება;
ე) მესტიის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს სესხის დაფარვის გრაფიკის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმება.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 სექტემბრის №1930 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 სექტემბრის №1930 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.12.2016.
- როდის იქნა მიღებული „მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 სექტემბრის №1930 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 სექტემბრის №1930 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.12.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2714. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022866.
- სად არის „მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 სექტემბრის №1930 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 სექტემბრის №1930 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2714, 29.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022866 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3543999/