„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის №1544 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2139
2011 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის #1544 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის № 1544 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოუყოს 5 700 000 (ხუთი მილიონ შვიდასი ათასი) ლარი, კერძოდ:“.
2. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მესტიის მუნიციპალიტეტში ცალკეული საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების, ასევე განსახლების ღონისძიებათა განსახორციელებლად – 1 100 000 (ერთი მილიონ ასი ათასი) ლარი;“.
3. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) მესტიის მუნიციპალიტეტში ცალკეულ საავტომობილო გზებზე გარე განათების მოწყობის სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების განსახორციელებლად – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი;“.
4. მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პარალელურ რეჟიმში განახორციელოს ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, ხოლო ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამუშაოები განახორციელოს პროექტირების პარალელურ რეჟიმში;“.
5. განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების, ასევე განსახლების ღონისძიებათა განსახორციელებლად საჭირო დამატებითი ხარჯების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში:
ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ დამატებითი ხარჯების გაწევა „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი: 25 04 01 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს გაითვალისწინოს ამ პუნქტის საფუძველზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებისათვის საჭირო თანხების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გამოყოფის საკითხი.“.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური