„რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის №2353 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2532
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 23/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№25 32

2011 წლის 2 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

„რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებ ის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის №2353 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებ ის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის №2353 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებ ის ღონისძიებათა და ელექტრომომარაგების სამუშაოების განხორციელების შესახებ“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ„საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდა ნ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გამო უ ყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი, კერძოდ:

ა) 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოზე განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ორგანიზებულად განსახლებული ოჯახების მიერ 2011 წლის დეკემბ ე რში ბუნებრივი აირის ხარჯის ანაზღაურებისათვის – 275 000 (ორას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;

ბ) „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ქალაქ თბილისში, გუდამაყრის ქ. N2/4-ში (ნევროლოგიის ინსტიტუტი) მდებარე 3‑სართულიანი შენობა-ნაგებობის მე-3 სართულზე არსებულ ფართობზე ელექტრო მომარაგების სამუშაოების განხორციელებისა და მასთან დაკავშირებული დეფექტური აქტებისა და ხარჯთა ნუსხების შედგენის მომსახურების შესყიდვისათვის – 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი.“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ განკარგულების პირველი პუნქტი ს „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოჯახებისათვის ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურების ლიმიტი განისაზღვროს ერთ ოჯახზე (აბონენტი) 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.“;

დ) დაემატოს შემდეგი შინაარის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტი ს „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიე ბ ის შეზღუდულ ვად ა ში განხორციელების მიზნით, საჭირო სამუშაოებისა და მომსახურებ ის სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვი ს საშუალებით .

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები.“.

პრემიერ-მინისტრი                                ნ. გილაური