„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის N1535 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1924
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 08/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№1924

2011 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის2011წლის26ივლისისN1535განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის2011წლის26ივლისის N1535განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება :

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ„საქართველოს2011წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან4750000 (ოთხი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარი მიმართოს შემდეგი ღონისძიებების განსახორციელებლად:

ა) 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი–იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა განსახლების ღონისძიებების განსახორციელებლად ტრანსპორტირების, მასთან დაკავშირებული მომსახურებების ა და სხვა ღონისძიებების შესყიდვის მიზნით;

ბ) 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი–ქ. თბილისში კომპაქტურად განსახლების იმ ობიექტებში, რომლებიც შემდგომ კერძო საკუთრებაში გადაეცემა იქ მცხოვრებ დევნილებს, ელექტროსამონტაჟო სამუშაოების ჩატარების მიზნით;

გ) 100 000 (ასი ათასი) ლარი–საპრეზიდენტო პროგრამა„ჩემი სახლის“ფარგლებში ორთოფოტო გადაღებების სკანირებისა და საკადასტრო საფუძვლების ამოხაზვის ღონისძიებების განხორციელების მიზნით;

დ) 3 350 000 (სამი მილიონ სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი– ქ. თბილისსა და რეგიონებში მდებარე შენობების სარემონტო-სარეაბილიტაციო და მასთან დაკავშირებული საპროექტო, საექსპერტო, დეფექტური აქტებისა და ხარჯთა ნუსხების შედგენის სამუშაოების შესყიდვის მიზნით.“;

ბ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის1 1 პუნქტი:

„1 1 . ქ. თბილისში, იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში მცხოვრებ პირთათვის წყალმომარაგების ტარიფის სრულად, ხოლო დასუფთავების ტარიფის ერთ სულზე5 (ხუთი) ლარის ოდენობით ანაზღაურების მიზნით საჭირო თანხები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მიმართოს„საქართველოს2011წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.“;

გ) მე-2პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი და1 1 პუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები„საქართველოს2011წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში.“.

პრემიერ- მინისტრი                                  ნ. გილაური