„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №1501 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1927
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 08/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№1927

2011 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის№1501 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑მუხლის შესაბამისად, „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის№1501 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განსახორციელებელ და 2011-2012 წლების ზამთრის პერიოდისათვის იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სათბობი შეშით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან:

ა) 285 000 (ორას ოთხმოცდახუთი ათასი) ლარი მიმართოს ქ. თბილისში, ვარკეთილის 3ა მ/რ,კორპ. №327-ში მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის სარემონტო-სარეაბილიტაციო (აღდგენა-გამაგრებითი) სამუშაოების შესყიდვის მიზნით;

ბ) 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი მიმართოს ზამთრის პერიოდისათვის იძულებით გადაადგილებული პირებისათვის – დევნილებისათვის 8 500 მ 3 -მდე სათბობი შეშის შესყიდვის მიზნით.“;

გ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში ჩატარების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საჭირო მომსახურებათა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.

პრემიერ-მინისტრი                                                             ნ. გილაური