საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №1114
2012 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. „რეგიონული განვითარების პროექტი ს“(იმერეთი ) ფარგლებში,წყალტუბოს რეაბილიტაციისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გამოუყოს 4 573 000 (ოთხი მილიონ ხუთას სამოცდაცამეტი ათასი) ლარი შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისათვის“ (შემდგომში – კომპანია) გადასაცემად.
2. კომპანიამ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწ ინ ე ბული დაფინანსების ფარგლებში უზრუნველყოს ქ. წყალტუბოში შემ დ ე გი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა :
ა) რუსთაველის ქუჩის №15-ში მდებარე ლუდსახარშის შენობის რეაბილიტაცია;
ბ) რუსთაველის ქუჩის №7-ში მდებარე ფოსტის შენობის რეაბილიტაცია;
გ) აბაზანა №1-ის შენობის რეაბილიტაცია;
დ) აბაზანა №4-ის შენობის რეაბილიტაცია;
ე) აბაზანა №5-ის შენობის რეაბილიტაცია;
ვ) კუჭის წყაროს შენობის რეაბილიტაცია.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თან ხის გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად სამინისტ რომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირ ველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე , 66-ე და 69-ე მუხლების შესაბ ამ ი სად, უზრუნველყოს კომპანიასთან „თანხების გადარიცხვის შესახებ“ ად მი ნ ისტრაც იუ ლი ხელშეკრულების გაფორმება.
4. ს ამინისტრომ უზრუნველყოს კომპანიის კაპიტალის გაზრდა 4 573 000 (ოთხი მილიონ ხუთას სამოცდაცამეტი ათასი) ლარით.
5. კომპანიამ ამ განკარგულების მე‑2 პუნქტით გათვა ლისწინე ბუ ლი ღონისძიებები განახორციელოს სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმ ე ნ ტა ციის საფუძველზე.
6. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მი წ ო დება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ გადარიცხული თანხის სრუ ლად გახარჯვის შემდეგ ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური