საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1093
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 08/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №1093

2012 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემდგომში – სამინისტრო), „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის   მე-2 პუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოს ამ კანონით სამინისტროსათვის „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში მყარი ნარჩენების მართვა“ (პროგრამული კოდი – 25 03 12) (ეკონომიკური კლასიფიკაციით – ფინანსური აქტივების ზრდა) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში გათვალისწინებული 750.0 ათასი (შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარის შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისათვის“ (შემდგომში – კომპანია) გადარიცხვა.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად სამინისტრომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად, უზრუნველყოს „თანხების გადარიცხვის შესახებ“ ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება კომპანიასთან.

3. სამინისტრომ უზრუნველყოს კომპანიის კაპიტალის გაზრდა 750.0 ათასი (შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარით.

4. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხების ხარჯვის შესახებ თითოეული გადარიცხული თანხის სრულად გახარჯვის შემდეგ ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                                            ნ. გილაური