საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№89
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 21/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 89

2013 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე

1.    ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დამტკიცებული ,,წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცი ის” პროგრამით (პროგრამული კოდი 25 04) და ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 31 დეკემბრის № 54 9 ბრძანებით დამტკიცებული ,,რეგიონებში წყალმომარაგების მხარდაჭერის ღონისძიებები ს ” ქვეპრო ­გრამით (პროგრამული კოდი 25 04 01) გათვალისწინებული ასიგნებების (ეკონომიკური კლასიფიკაციით - სუბსიდიები) შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის” (შემდგომში - კომპანია) გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემდგომში – სამინისტრო) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე, 69-ე მუხლების შესაბამისად, უზრუნველყოს ,,თანხების გადარიცხვის შესახებ” ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება კომპანიასთან.

2. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხების ხარჯვის შესახებ თითოეული გადარიცხული თანხის სრულად გახარჯვის შემდეგ, ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                    ბ . ივანიშვილი