საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №507
2013 წლის 30 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ათვის თანხის გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ68+600–კმ69+600 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის მიზნით, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოუყოს 800 000(რვაასი ათასი ) ლარი.
2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტ მა 2013 წელს უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი