საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№712
2013 წლის 5 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) სამინისტროს საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა;
ბ) სამინისტროს ვებ‑გვერდის დიზაინის დამზადებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა;
გ) სამინისტროს ლოგოს დიზაინის დამზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების მიზნით, სამინისტრომ უზრუნველყოს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში რესურსის მოძიება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის წინადადებების წარდგენა.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.07.2013.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 05.07.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №712. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.07.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №712, 05.07.2013, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2207762/