„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, რუსთაველის გამზ. №2/4-ში მდებარე ნაგებობის (აუზი),არასაცხოვრებელი ფართობის და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 23 აგვისტოს №436 განკარგულებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების ცვლილების, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „მოვატ საქართველოს” შორის 2007 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და შპს „მოვატ საქართველოს” მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1989
2013 წლის 19 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, რუსთაველის გამზ. №2/4-ში მდებარე ნაგებობის (აუზი), არასაცხოვრებელი ფართობის და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის2007 წლის 23 აგვისტოს №436 განკარგულებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების ცვლილების, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „მოვატ საქართველოს” შორის 2007 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და შპს „მოვატ საქართველოს”მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუ ხ ლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს ,,მოვატ საქართველო“გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკ ური განვითარების სამინისტროსა და შპს „მოვატ საქართველოს” შორის 2007 წლის 27 ოქტომბერს დადე ბუ ლი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებ აში ამ განკარ გუ ლების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების შეტანის თაობაზე შე სა ბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული ან/და დასა კი ს რე ბელი პირგასამტეხლოს გადახდისგან, იმ პირობით, რომ შპს „მო ვატ სა ქართველო“ შეასრულებს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით და დ გენილ საპრივატიზებო პირობებს.
2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლი ლე ბის შეტანის შესახებ“(N1037- Iს ) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,შპს „მოვატ საქართველოს” განესაზღ ვროს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, რუსთაველის გამზ. №2/4-ში მდებარე ნაგებობის (აუზი), არასაცხოვრებელი ფართობის და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 23აგვისტოს №436 განკარგულე ბის პირველი პუნქტის „ბ-დ“ ქვეპუ ნქტებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობებისაგან განსხ ვა ვე ბული შემდეგი საპრივატიზებო პირობები:
ა) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „მოვატ საქართველოს” შორის 2007 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებ ის გაფორმების შემდ გ ომ, არაუგვიანეს ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 (ორმოცდაორი) თვისა ქ. თბილისში, რუსთაველის გამზ. №2/4-ში შექმნას, მოაწყოს და განავითაროს (მათ შორის , აღნიშნული მიზნებისთვის შეიძინოს ქონება) სავაჭრო ცენტრი (საერთო ფართით არანაკლებ 18 000 (თვრამეტი ათასი) კვ.მ, მათ შორის, სავაჭრო და მომსახურების სივრცე, საერთო სარგებლობის ფართები, სარდაფი და მრავალსართულიანი ავტოსადგომი) (შემდგომში - სავაჭრო ცენტრი), სავაჭრო ცენტრის შენობაში ინტეგრირებული მეტროს სადგურით (შესასვლელი) შემდეგი ეტაპების მიხედვით:
ა.ა) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „მო ვატ საქართველოს” შორის 2007 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებუ ლი უძ რავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ამ განკარგულების მე -3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გა ფორმებიდან არაუგვიანეს 6(ექვსი) თვისა, მშენებლობის ნებართვის მი სა ღებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შე ს რულება;
ა.ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „მოვატ საქართველოს” შორის 2007 წლის 27 ოქტომბერს გაფორმე ბუ ლი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, არაუგვიანეს ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 (თექვსმეტი) თვისა, სავაჭრო ცენტ რ ის მშენებლობის დაწყება;
ა.გ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „მოვატ საქართველოს” შორის 2007 წლის 27 ოქტომბერს გაფორმე ბუ ლი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, არაუგვიანეს ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელ შე კრულების გაფორმებიდან 42 (ორმოცდაორი) თვისა სავაჭრო ცენტრის მშე ნებლობის, შექმნის, აღჭურვის და განვითარების დასრულება;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესრულების უზრუნველსაყოფად არანაკლებ 20 000 000 (ოცი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობის ინვეს ტი ცი ის განხორციელება ;
გ) ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმებიდან 43 (ორმოცდა სამი) თვის ვადაში სახელმწიფოს საკუთრებაში ქ. თბილისში რუსთაველის გამზ. №2/4-ში მდებარე მეტროს ფუნქციონირებისათვის შესაბამისი სტანდარტებით კეთილმოწყობილი არასაცხოვრებელი 1315.47 კვ.მ ფართობის (სარდაფი 615.47 კვ.მ და პირველ სართულზე 700 კვ.მ - სიმაღლით არანაკლებ 4 მ-ისა, ოთახების შესაბამისი განლაგებით და ავტონომიური (ცალკე) შესასვლელით რუსთაველის გამზირის მხრიდან) და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ გადაცემა, რომელიც უნდა იყოს თავისუფალი ნებისმიერი მოთხოვნისგან, უფლებრივად უნაკლო და დაუტვირთავი;
დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესასრულებლად შესაბამისი სარე კო ნს ტ რუქციო სამუშაოები წარმართოს იმგვარად, რომ არ გამოიწვიოს მე ტ რ ოს ფუნქციონირების შეფერხება და დაიცვას შესაბამისი ტექნიკური და სხ ვა პირობები, წესები და ნორმები.
3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი” და „კ” ქვეპუნქტების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „მოვატ საქართველოს” შორის 2007 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველ ოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ ს- სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო სა და შპს „მოვატ საქართველოს ” შორის გასაფორმე ბე ლი ხელშეკრულების თანდართული პროექტი.
4. მყიდველი ვალდებულია ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსა ყო ფად, ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშე კ რუ ლების გაფორმებამდე წარმოადგინოს განსახორციელებელი ინვე სტი ცი ის არანაკლებ 5%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც საპრივატიზებო ვალდებულებების შესრუ ლე ბ ის ვადას უნდა აღემატებოდეს 4 (ოთხი) თვით.
5. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონო მი კი სა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი