„სახელმწიფო ქონების შპს „ქართული ტრადიციისათვის“ კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 18 სექტემბრის №643 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტის მოწონებისა და სს „შატო მუხრანისა“ და ფიზიკურ პირ - მამუკა ხაზარაძის (შპს „ქართული ტრადიციის“ უფლებამონაცვლეები საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან 2009 წლის 15 ოქტომბერს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში) მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№829
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 26/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№829

2013 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო ქონების შპს „ქართული ტრადიციისათვის“ კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 18 სექტემბრის №643 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტის მოწონებისა და სს „შატო მუხრანისა“ და ფიზიკურ პირ - მამუკა ხაზარაძის (შპს „ქართული ტრადიციის“ უფლებამონაცვლეები საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან 2009 წლის 15 ოქტომბერს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში) მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“, „თ“და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს „სახელმწიფო ქონების შპს „ქართული ტრადიციისათვის“ კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ სა­ქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 18 სექტემბრის №643 განკარგუ­ლე­ბაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის გან ­კარგულების პროექტი.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხ ­ლის შესაბამისად, დამტკიცდეს სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკ ური განვითარების სამინისტროს მიერ შპს „ქართულ ტრადიციასთან“(უფლებამონაცვლეები სს „შატო მუხრანი“და ფიზიკური პირი - მამუკა ხაზარაძე) 2009 წლის 15 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულები ს საფუძველზე 2013 წლის 22 აპრილის მდგომარეობით მყიდველზე დაკისრებული ან/და და ­საკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან გათავისუფლების თაობა ­ზე, იმ პირობით, რომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალის ­წი ­ნებულ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში ცვლილების შე ­ტანის საფუძველზე სს „შატო მუხრანი“და ფიზიკური პირი ­‑ მამუკა ხა­ ზა­ რაძე 2013 წლის პირველ ოქტომბრამდე უზრუნველყოფენ 2009 წლის 15 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე დამატებით 250 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.

3. „სახელმწიფო ქონების შპს „ქართული ტრადიციისათვის“ კონ­კუ­რენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრი­ვატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 18 სექტემ­ბრის №643 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართვე­ლოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტს.

4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის შესრულების მიზნით, საქარ­თვე­ლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შე­მავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ‑ სახელმწიფო ქონე­ბის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ ‑მინისტრი ბ. ივანიშვილი