„შპს „ბლექ სი პროდაქტისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 მარტის № 238 და „შპს „ბლექ სი პროდაქტისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 ნოემბრის № 842 განკარგულებებში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტის მოწონებისა და შპს „ბლექ სი პროდაქტის“ მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1032
2013 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
„შპს „ბლექ სი პროდაქტისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 მარტის № 238 და „შპს „ბლექ სი პროდაქტისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 ნოემბრის № 842 განკარგულებებში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტის მოწონებისა და შპს „ბლექ სი პროდაქტის“მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს „შპს „ბლექ სი პროდაქტისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 მარტის № 238 და „შპს „ბლექ სი პროდაქტისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 ნოემბრის № 842 განკარგულებებში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი.
2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ შპს „ბლექ სი პროდაქტთან“ 2009 წლის 29 მაისს და 2009 წლის 3 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე წინამდებარე განკარგულების გამოცემამდე მყიდველზე დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე, იმ პირობით, რომ მყიდველის მიერ „შპს „ბლექ სი პროდაქტისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 მარტის № 238 და „შპს „ბლექ სი პროდაქტისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 ნოემბრის № 842 განკარგულებებში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებების (ნებისმიერ ეტაპზე) არაჯეროვანი შესრულების ან/და შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანიას დაეკისრება 29.05.2009 წლის და 3.12.2009 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე წინამდებარე განკარგულების გამოცემამდე მყიდველზე დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდა.
3. „შპს „ბლექ სი პროდაქტისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 მარტის №238 და „შპს „ბლექ სი პროდაქტისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 ნოემბრის №842 განკარგულებებში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტს.
4. ამ განკარგულების მე‑2 პუნქტის შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ‑მინისტრი ბ. ივანიშვილი